ინსექტოაკარიციდი ვერტიმეკი, ეკ
ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედების ინსექტოაკარიციდი ბოსტნეული, ყვავილოვანი კულტურების, ვაშლისა და ვაზის დასაცავად
მეტი ხარისხიანი ნაყოფი და ბოსტნეული
- მაღალი ეფექტურობა მცენარეთა დაცვაში ტკიპების, თრიფსებისა და მენაღმე მწერებისგან
- ეფექტურია სხვა აკარიციდების მიმართ მდგრადი ტკიპების წინააღმდეგ; შესანიშნავი პარტნიორი ანტირეზისტენტულ პროგრამებში
- მინიმალურად მოქმედებს სასარგებლო ენტომოფაუნაზე
- თრგუნავს მავნებლებს ფოთლის ზედა და ქვედა მხარეზე
- ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედების მექანიზმი
- ტრანსლამინარული აქტივობა: სწრაფად (2 საათში სრულად) აღწევს მცენარის ქსოვილებში
- დამცავი მოქმედების ხანგრძლივი (4 კვირამდე) პერიოდი ამცირებს დამუშავებების რაოდენობას
- უზრუნველყოფს ხარისხიანი მცენარეების მიღებას
- არ ახდენს ფიტოტოქსიკურ მოქმედებას მცენარეებზე
- დახურული გრუნტის ბოსტნეულის აღება შესაძლებელია დამუშავებიდან 3 დღის შემდეგ
- არ ტოვებს ლაქებს მცენარეებზე
ვერტიმეკი, ეკ ეფექტურად თრგუნავს ორფრთიანი მენაღმეების, თრიფსების, ფსილებისა და ტკიპების მატლებს. მცენარეზე დატანიდან 2 საათის განმავლობაში სრულად აღწევს ქსოვილებში და ფოთლის პარენქიმაში რეზერვუარებს ქმნის. ფიტოფაგები, რომლებიც პარენქიმით და მცენარის წვენით იკვებებიან, შთანთქავენ პრეპარატს და იღუპებიან, ხოლო ენტომო- და აკარიფაგები (სასარგებლო მწერები და ტკიპები) მცენარის ზედაპირზე პრეპარატის სწრაფი დაშლის გამო არ ზიანდებიან.




