ფუნგიციდი სვიტჩი, წდგრ
მაღალეფექტური ფუნგიციდი, რომელიც თრგუნავს ნაცრისფერი ობის და მეორადი ლპობის ფართო სპექტრს
ნაცრისფერი სიდამპლის კონტროლის აღიარებული სტანდარტი
- თრგუნავს სიდამპლის გამომწვევების ფართო სპექტრს და აკონტროლებს Botrytis-ის პოპულაციებს, რომლებიც მდგრადია დიკარბოქსიმიდების, დიეთოფენკარბის და ბენზიმიდაზოლების მიმართ
- იცავს ვაზს და პამიდორს 20 დღემდე
- უზრუნველყოფს წვიმისადმი მაღალ მდგრადობას
- უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას ტემპერატურის ფართო დიაპაზონში
- უზრუნველყოფს ნაყოფებისა და კენკრის შესანიშნავ შენახვისუნარიანობას და ტრანსპორტაბელობას, ასევე აუმჯობესებს ღვინის ხარისხს
ფუნგიციდი სპეციალურად შექმნილია ნაცრისფერი სიდამპლისგან დასაცავად, თრგუნავს მეორადი სიდამპლეების გამომწვევებს (Penicillium, Aspergillus, Rhizopus, Cladosporium, Alternaria, Trichothecium). მოქმედებს პათოგენის განვითარების ოთხ ეტაპზე და იცავს მის შეღწევისგან. პრეპარატის ნაწილი რჩება მარცვლის კუტიკულურ ფენაში და იცავს სპორების შეღწევისგან, მეორე ნაწილი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილებში და გადანაწილდება აკროპეტალურად და ტრანსლამინარულად. პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან 2-3 საათის შემდეგ.


