მარცვლოვანი სასუქი ამონიუმის სულფატი (NH4)2SO4
აზოტის მინერალური სასუქების ჯგუფიდან, ამონიუმის სულფატი არის უაღრესად ეფექტური მინერალური სასუქი, რომელის მოლეკულაც შეიცავს ორ ძირითად საკვებ ნივთიერებას - აზოტს და გოგირდს. აზოტს ამონიუმის ფორმით მინიმუმ 21% და გოგირდს მინიმუმ 24%.
ამონიუმის სულფატის გამოყენება შეიძლება როგორც ძირითად ისე დამატებით გამოკვებად, ასევე თესვის წინა სასუქად. ამონიუმის სულფატში შემავალ აზოტს ადვილად ითვისებს მცენარე, მისი ქიმიური ფორმის გამო, ხოლო გოგირდი განსაკუთრებით ეფექტურია კულტურებისთვის, რომლებსაც მისი მოთხოვნილება ახასიათებთ.
ამონიუმის სულფატის გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, ძირითადად ტუტე და ოდნავ მჟავე ნიადაგებზე.
უპირატესობები:
- არ იკარგება;
- წყალში ადვილად იხსნება;
- აზოტი ამონიუმის ფორმით ადვილად შეიწოვება მცენარის ფესვთა სისტემის მიერ;
- არ ორთქლდება გაზების სახით;
- წვიმის შედეგად არ ირეცხება მიწაში;
- თითქმის მთლიანად შეიწოვება მცენარის მიერ.