ბიოსტიმულატორი EXCELAMIN
EXCELAMIN – კომპანია Biorizon Biotech-ის თხევადი ბიოსტიმულატორი თავისუფალი ამინომჟავებისა (28%) და ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობით, დამატებით გამდიდრებული მანგანუმითა და თუთიით.
- აუმჯობესებს უჯრედების დაყოფას აღმოცენებისას
- ინარჩუნებს ჰორმონულ ბალანსს ყვავილობის პერიოდში, აუმჯობესებს ყვავილობას, დამტვერვას, ნასკვის წარმოქმნასა და შენარჩუნებას
- ზრდის საკვები ნივთიერებების ათვისებას
- ეხმარება სტრესის დაძლევაში: ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შედეგები, სეტყვა, დაავადებები
- აჩქარებს აღდგენას მექანიკური დაზიანების შემდეგ (სეტყვა, მწერები)
- თუთია მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში და ზრდის პათოგენებისადმი მდგრადობას, მანგანუმი აუმჯობესებს ფოტოსინთეზს და არეგულირებს წყლის ბალანსს
შემადგენლობა:
- საერთო აზოტი (N) – 7,1%, მათ შორის ორგანული აზოტი – 4,2%
- ორგანული ნივთიერება – 45,5%
- ორგანული ნახშირბადი (C) – 25%
- თავისუფალი ამინომჟავები – 28%
- მანგანუმი (Mn) – 1,5%
- თუთია (Zn) – 0,5%
- ფორმა – სითხე
მწარმოებელი: „Biorizon Biotech S.A.“, ესპანეთი. სარეგისტრაციო ნომერი საქართველოში: 2867, 01.12.2025.
დაფასოება: 100 მლ, 200 მლ, 1 ლ.
