კალიუმის ნიტრატი KNO3 (13.7N+38.2/46.2K)
- კალიუმი დადებითად მოქმედებს ფოტოსინთეზისა და ჟანგვითი პროცესების ინტენსივობაზე, მონაწილეობს ნახშირწყლების მიმოცვლაში და ეხმარება მცენარეს წყლის შეკავებაში, რაც უზრუნველყოფს უჯრედის კედლების სიმტკიცეს.
- კალიუმის ნიტრატის გამოყენება ზრდის მცენარის გამძლეობას გარემოს არახელსაყრელი პირობების — წყლისა და ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლილებების მიმართ.
- სასუქი იდეალურია დაცულ გრუნტსა (სათბურებში) და ფერტიგაციის სისტემებში გამოსაყენებლად მარცვლოვან, ტექნიკურ (სამრეწველო), ხეხილოვან და დეკორატიულ კულტურებში.
შემადგენლობა:
- ვიზუალი - თეთრი კრისტალური პროდუქტი მოყვითალო-ნაცრისფერი ელფერით
- მთლიანი აზოტის მასური წილი - 13,7%
- წყალში ხსნადი კალიუმის მასური წილი K2O-ში - 46,2%
- ქლორიდის მარილების მასური წილი NaCl-ით, არაუმეტეს 0,02%
- უხსნადი ნარჩენების მასური წილი, არაუმეტეს 0,01%
- სიმტკიცე - 100%


