ფუნგიციდი მირავის დუო, სკ
ინოვაციური ძლიერი ფუნგიციდი ღია გრუნტის ხეხილოვანი და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრისგან დასაცავად (ქეცი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ფუზარიოზი)
უპირატესობები
- მირავის დუო® – უნიკალური ფუნგიციდი ადეპიდინ® (პიდიფლუმეტოფენი) ტექნოლოგიის საფუძველზე
- ეფექტურად აკონტროლებს ვაშლის (ქეცი, ნაცარი), ატმის, ალუბლისა და ბლის, ვაზის, პამიდვრის, დახურული გრუნტის კიტრის, საზამთროს, ლურჯი მოცვისა და მარწყვის ძირითად დაავადებებს
- შესანიშნავი პროფილაქტიკური აქტივობა სამკურნალო მოქმედებასთან ერთად
- მაღალი ფუნგიციდური აქტივობა და დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი ნებისმიერ ამინდში
- თანაბრად ნაწილდება მცენარის შიგნით და იცავს ხანგრძლივად და საიმედოდ;
წვიმისადმი შესანიშნავი მდგრადობა და ფოტოსტაბილურობა - უზრუნველყოფს წარმოების მაღალ რენტაბელობას და ხარისხიან მოსავალს.
აპლიკაციის მახასიათებლები
მირავის დუო® გამოიყენეთ დაავადებების გამომწვევებით დაზიანებისთვის ყველაზე მოწყვლად პერიოდებში. მირავის დუო® მონაცვლეობით გამოიყენეთ სხვა ქიმიური ჯგუფების ფუნგიციდებთან (ციდელი® ტოპი, სკორი®, ხორუსი®) ან კონტაქტურ ფუნგიციდებთან. გამოსადეგია ინსექტიციდებთან და სხვა ფუნგიციდებთან ავზის ნარევებისთვის. მირავის დუო® უსაფრთხოა კულტურისთვის, ასევე ადამიანისა და სასარგებლო ფაუნისთვის.
დამცავი მოქმედების პერიოდი
ხანგრძლივი აქტიური დაცვა 14 დღემდე ერთჯერადი გამოყენებისას



