მარცვლოვანი სასუქი ამონიუმის სულფატი (NH4)2SO4
აზოტოვანი მინერალური სასუქების ჯგუფიდან ამონიუმის სულფატი წარმოადგენს მაღალეფექტურ სასუქს, რომელიც მოლეკულაში ორ ძირითად საკვებ ელემენტს – აზოტსა და გოგირდს შეიცავს. მასში აზოტი წარმოდგენილია ამიაკური ფორმით (მინიმუმ 21%), ხოლო გოგირდი – მინიმუმ 24%-ით.
ამონიუმის სულფატის გამოყენება შესაძლებელია მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის ძირითადი, დამატებითი და თესვისწინა გამოკვებისთვის. მასში შემავალი აზოტი, ამიაკური ფორმის წყალობით, ადვილად აითვისება მცენარის მიერ, ხოლო გოგირდი განსაკუთრებით ეფექტურია იმ კულტურებისთვის, რომლებიც ამ ელემენტის მიმართ მაღალი მოთხოვნილებით გამოირჩევიან.
ამონიუმის სულფატის გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, ძირითადად ტუტე და ოდნავ მჟავე ნიადაგებზე.
უპირატესობები:
- არ ხდება შეწებებადი
- წყალში ადვილად იხსნება;
- აზოტი ამიაკური ფორმით მარტივად ხელმისაწვდომია მცენარის ფესვებისთვის და სწრაფად შეიწოვება მათ მიერ;
- არ ორთქლდება გაზების სახით;
- წვიმის შედეგად არ ჩაირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში;
- თითქმის მთლიანად შეიწოვება და გამოიყენება მცენარის მიერ.

