ნესვი FLANDER F1
ნესვის ანანასისებრი ჰიბრიდი 70-75 დღის სიმწიფის ვადით.
მცენარეებს აქვთ საშუალო ზრდის ძალა და ნაყოფის გამონასკვის მაღალი უნარი, ნაყოფი თანაბარი და კონცენტრირებული სიმწიფით გამოირჩევა. რბილობი თეთრ-ყვითელი ფერისაა, შესანიშნავი არომატითა და გემოთი. ნაყოფის ფორმა ოვალური, კანი უხეში. ნაყოფის საშუალო წონა დაახლოებით 4-5 კგ. მოსავლის აღების დრო შეიძლება იცვლებოდეს კლიმატური პირობებისა და გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით. გამოირჩევა ტრანსპორტირებისადმი კარგი მდგრადობით.
მდგრადობა:
HR = Fom: 0, 1, 2
IR = GC: 1 / Px: 1 / Px: 2, 3, 5


