ინსექტიციდი პროკლეიმი, წხგრ
ბუნებრივი წარმოშობის ტრანსლამინარული ინსექტიციდი ქერცლფრთიანი მავნებლების მატლებისგან დასაცავად
დაუნდობელია მავნებლების მიმართ – ფაქიზია ენტომოფაგების მიმართ
- ოვიციდური მოქმედება, რის წყალობითაც მატლი იღუპება ნაყოფში შეღწევამდე
- მაღალი ეფექტურობა ნებისმიერ ამინდში: როგორც მაღალ ტემპერატურაზე (+35°C-ზე მეტი), ისე უხვი ნალექების დროს
- თავსებადობა ბიომეთოდთან: უსაფრთხოა ენტომოფაგებისთვის გამოყენებიდან 2–24 საათის შემდეგ
- მცენარეების ხანგრძლივი დაცვა დაზიანებისგან – 15 დღემდე
- ლოდინის მოკლე პერიოდი – 2–7 დღე
პროკლეიმი, წხგრ – ბუნებრივი წარმოშობის ტრანსლამინარული ინსექტიციდი ვაშლისა და ბოსტნეული კულტურების ქერცლფრთიანი მავნებლების მატლებისგან დასაცავად. ქერცლფრთიანების მიმართ აქვს მოქმედების უნიკალური მექანიზმი, ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტირეზისტენტულ პროგრამებში.
მოქმედებს მწერის ნერვული სისტემის ორ უბანზე: აკავშირებს გამა-ამინოერბოს მჟავას რეცეპტორებს სინაფსში და გლუტამატის რეცეპტორებს კუნთის უჯრედებში. შედეგად ქლორის იონები უწყვეტად შედიან კუნთის უჯრედში, კუნთები მუდმივად მოდუნებულია. 1–4 საათში მწერი წყვეტს მოძრაობას და კვებას, ხოლო 1–3 დღეში, ასაკის მიხედვით, იღუპება.


