Photopower — ბიოსტიმულატორი ფოტოსინთეზის (მწვანე მასის მუშაობის) გასაძლიერებლად
Photopower — არის მიკროწყალმცენარეების ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული თხევადი ბიოსტიმულატორი, რომელიც ააქტიურებს ფოტოსინთეზის პროცესს და აუმჯობესებს მისი პროდუქტების ტრანსპორტირებას ზრდის წერტილებისკენ. ეს მცენარეს უზრუნველყოფს დამატებითი ენერგიით უჯრედების გაძლიერებული გაყოფისა და დაბალანსებული განვითარებისთვის
Trietech ტექნოლოგიის წყალობით, Photopower გამდიდრებულია უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი ბიომოლეკულებით — აუქსინებით, ციტოკინინებით, გიბერელინებით, აქტიური პეპტიდებითა და პოლიფენოლებით. ეს ნაერთები მრავალჯერადად აძლიერებენ მაგნიუმის, ბორის, მოლიბდენისა და გოგირდის ფიზიოლოგიურ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფს მცენარეთა ოპტიმალურ ზრდასა და პროდუქტიულობას. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ყვავილობის დასაწყისში და ნაყოფის ფორმირების ადრეულ ეტაპებზე.
Photopower-ის გამოყენების უპირატესობები:
- მცენარეში მაგნიუმის ოპტიმალური რაოდენობით შეწოვის წყალობით, ჩქარდება ფოტოსინთეზის პროცესები, ნარჩუნდება pH-ის იდეალური დონე და დაბალანსებული იონური ბალანსი უჯრედებში, ასევე აქტიურდება ცილების სინთეზი და ფერმენტული რეაქციები.
- ბორი და მოლიბდენი ხელს უწყობენ სრულფასოვანი ყვავილების ფორმირებას, მტვრის მილების უკეთეს განვითარებასა და ყვავილის მტვრის ფერტილობის (განაყოფიერების უნარის) ამაღლებას.
- Photopower-ის სპეციალური ფორმულა აძლიერებს ყვავილების მიერ საკვები ელემენტების ათვისების პროცესს და აუმჯობესებს ნაყოფსახიობას (ნაყოფის ფორმირებას).
შემადგენლობა:
- წყალში ხსნადი მაგნიუმი (MgO) – 5,00 %
- წყალში ხსნადი გოგირდის ტრიოქსიდი (SO₃) – 10,00 %
- წყალში ხსნადი ბორი (B) – 0,90 %
- წყალში ხსნადი მოლიბდენი (Mo) – 0,20 %
- თავისუფალი ამინომჟავები – 2,00 %
- pH – 7,2


