მულტისტარტი NPKS 15:15:15:11 + ბიო
ფიტოჰორმონების (აცეტოინი, აუქსინი) არსებობის გამო სტიმულირდება ფესვთა სისტემის განვითარება და იზრდება მისი შთანთქმის აქტივობა, ხოლო ორგანული მჟავები ზრდის ფოსფორის უხსნადი ფორმების შეწოვას. სასუქის შემადგენლობაში შემავალი მიკროორგანიზმები აფერხებენ პათოგენების მოქმედებას რიზოსფეროში, ზრდის წინააღმდეგობას ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიმართ.
MultiStart NPKS 15:15:15:11+Bio-ს გამოყენება საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობა, კომერციული კულტურების მოსავლიანობა და ხარისხი, წარმოების მომგებიანობა, სასუქებში ინვესტირებული თანხის მღალი უკუგება.
ეს არის საგაზაფხულო „სტარტერი“ სასუქი თესვის წინა ან ძირითადი (თესვის წინა კულტივაციის დროს) შეტანისთვის.
მახასიათებლები:
- ვიზუალი - გრანულები თეთრიდან ნაცრისფერამდე ან ვარდისფერის სხვადასხვა გრადაცია
- აზოტის მთლიანი მასური წილი (N) - 15%
მათ შორის:
აზოტის ამონიუმის ფორმაში მასური წილი - 15% - მთლიანი ფოსფატების მასური წილი Р2О5 - 15%
- წყალში ხსნადი ფოსფატების მასური წილი Р2О5-ით, არანაკლებ – 13%
- წყალში ხსნადი კალიუმის მასური წილი K2O - 15%
- სულფატების მასური წილი S - 11%
- სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა 1 გ სასუქში, არანაკლებ - 5 x 104 CFU / გ
- გრანულების შეფასება:
გრანულების ოდენობა პროცენტული განაწილება
1-ზე ნაკლები, არაუმეტეს - 3%
1-დან 5-მდე, არანაკლებ - 90%
6-ზე მეტი - 0% - სიმტკიცე - 100%