ჰერბიციდი მისტრალი, წდგრ
აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდი პამიდორისა და კარტოფილის ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველებისგან დასაცავად
- გამოყენების შესაძლებლობა კულტურისა და სარეველების აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ
- ჰერბიციდული აქტივობის ფართო სპექტრი
- სარეველებზე მოქმედება ფესვებისა და ფოთლების მეშვეობით
- დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი
- დანაწევრებული გამოყენების შესაძლებლობა, რაც ხარჯვის ნორმების შემცირების საშუალებას იძლევა
მოქმედების მექანიზმი
მეტრიბუზინი (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება) სელექციური სისტემური ჰერბიციდია. მოქმედი ნივთიერება ადვილად შეიწოვება მცენარეთა ფესვებითა და აღმონაცენებით, თუმცა შეუძლია ფოთლის ზედაპირიდანაც შეაღწიოს. გადაადგილდება აკროპეტალურად. მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ფოტოსინთეზის პროცესში მონაწილე ელექტრონების ტრანსპორტის დათრგუნვას.
მოქმედების სიჩქარე და დამცავი მოქმედების პერიოდი
გამოყენების შედეგები ჩანს დამუშავებიდან უკვე ორი კვირის შემდეგ. ნიადაგის ტიპისა და კლიმატური პირობების (ნიადაგის საკმარისი ტენიანობა) მიხედვით პრეპარატი ნათესებს სარეველებისგან ათავისუფლებს მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

