ორგანო-მინერალური სასუქი „იზაბიონი“
ბოლო თაობის ბიოლოგიური წარმოშობის სასუქი, მცენარეთა ზრდა-განვითარების ბიოსტიმულატორი.
იზაბიონის უპირატესობები
- ხასიათდება ამინომჟავებისა და პეპტიდების ყველაზე მაღალი კონცენტრაციით.
- უზრუნველყოფს უხვ მოსავალს:
აუმჯობესებს ნაყოფს და ხელს უწყობს უკეთეს დამტვერვას მეტი ნაყოფის ჩასახვას (გამონასკვას) უზრუნველყოფს.
ხელს უშლის ახალგაზრდა ნაყოფის (ნასკვის) ჩამოცვენას;
ხელს უწყობს ახალი კვირტებისა და ყლორტების ჩასახვას;
აუმჯობესებს ნერგების და მრავალწლიანი კულტურების ნერგების გადარჩენის მაჩვენებელს - ზრდის მოსავლის ხარისხიანობას:
აუმჯობესებს ხილის, კენკრის და ყვავილების ზომისა და ფერის ერთგვაროვნებას
ზრდის ხილის შაქრის შემცველობას - ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას
- ხელს უწყობს ქერქის სწრაფ წარმოქმნას, უკეთეს გამოზამთრებას და გაზაფხულის გამოღვიძებას
- ეხმარება მცენარეს სეტყვის, გვალვის, ყინვის, დაავადებებისა და მავნებლების, ქიმიკატების, ნიადაგის მარილიანობით გამოწვეული სტრესის დაძლევაში.
იზაბიონი მცენარეში მარტივი დიფუზიის გზით აღწევს, რაზეც მცენარე ენერგიას საერთოდ არ ხარჯავს. იზაბიონი არის „საშენი მასალა“, რომელსაც მცენარე თავად მიმართავს საჭირო ადგილას. იგი აძლიერებს სისტემური ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების შეღწევას მცენარეში და აძლიერებს მათ მოქმედებას. სასუქებთან ერთად გამოყენებისას იზაბიონი მუშაობს, როგორც საკვები ელემენტების „გადამტანი“ (გამტარი) და აჩქარებს შიმშილის (ელემენტების დეფიციტის) დაძლევას.



