ბიოსტიმულატორი ბიაფატი
ბიაფატი — თხევადი ბიოსტიმულატორი მიკროწყალმცენარეების ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების აქტიურ დაყოფასა და მცენარის შიგნით შაქრების ტრანსპორტირებას. ბიაფატის გამოყენება ნაყოფის ზრდისა და მომწიფების ფაზაში უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან განვითარებასა და თანაბარ გამოკვებას
Biorizon-ის ტექნოლოგიის წყალობით, Biofat უზრუნველყოფს კალციუმის თანაბარ გადანაწილებას მცენარის ქსოვილებში, ამაგრებს უჯრედის კედლებს და ზრდის მდგრადობას მავნებლებისა და პათოგენების შეღწევის მიმართ. ეს ხელს უწყობს შენახვისას ნაყოფის შენახვისუნარიანობის გახანგრძლივებას
Trietech-ის ტექნოლოგია გარანტიას იძლევა Biofat-ის შემადგენლობაში ძირითადი ბუნებრივი ბიომოლეკულების — აუქსინების, ციტოკინინების, გიბერელინების, აქტიური პეპტიდებისა და პოლიფენოლების — არსებობაზე, რომლებიც აძლიერებენ კალციუმის ფიზიოლოგიურ მოქმედებას და უზრუნველყოფენ მცენარეთა ოპტიმალურ ზრდას.
BioFat-ის გამოყენების ძირითადი დადებითი ეფექტები:
- უჯრედების გაძლიერებული დაყოფა და ზრდა.
- ბაგეების მუშაობის რეგულაცია, რაც უზრუნველყოფს მცენარის დაცვას სტრესისგან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას.
- საკვები ნივთიერებების უფრო ეფექტური ათვისება, რომელთა მეტაბოლური გზებიც რეგულირდება კალციუმის არსებობით.
- ხდება მყარი უჯრედის კედლების ფორმირება შედეგად უფრო მყარი და გამძლე ხდება ნაყოფი თუ ფოთოლი.
- ხდება უჯრედის კედლების გამაგრება, რაც მცენარეს დაავადებებისა და მავნებლებისგან (პათოგენებისგან) იცავს.
- დიდი ზომის (მსხვილი) ნაყოფის რაოდენობის მომატება.
- კალციუმის უკეთესი ათვისება ძალიან მაღალი ან დაბალი (ექსტრემალური) ტემპერატურის დროს.
- ამცირებს კალციუმის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებს, როგორებიცაა: ნაყოფის წვერის სიდამპლე ხილსა და კენკროვნებში, მწარე ლაქიანობა ვაშლზე, ფოთლების დამწვრობა ბოსტნეულში და ბამბის კოლოფების ნაადრევი ცვენა.
- ცენარის გამძლეობის გაძლიერება ძლიერი სიცხის მიმართ, სპეციალური დამცავი (თერმული შოკის) ცილების გამომუშავების წყალობით.
შემადგენლობა:
-
ორგანული ნივთიერებები – 33,60 %
- ორგანული ნახშირბადი – 19,50 %
- თავისუფალი ამინომჟავები – 2,00 %
- საერთო აზოტი – 5,00 % (მათ შორის ორგანული აზოტი – 1%)
- კალციუმის ოქსიდი (CaO) წყალში ხსნადი – 7,00 %
- pH – 4,25


