აკარიციდი აპოლო, კს
კონტაქტური აკარიციდი, ოვიციდური გახანგრძლივებული მოქმედება
- უნიკალური სპეციფიკური აკარიციდი, მაღალეფექტურია აბლაბუდიანი ტკიპების (Tetranychidae) ოჯახის მრავალი სახეობის, უპირველეს ყოვლისა ხეხილის წითელი ტკიპის (Panonychus ulmi Koch.) წინააღმდეგ
- ხასიათდება როგორც ოვიციდური მოქმედებით, ისე ტკიპების ახალგაზრდა, მოძრავი სტადიების ეფექტური კონტროლით, აქვს ტოქსიკური ზემოქმედების დიდი ხანგრძლივობა (არანაკლებ 30 დღე-ღამე)
- უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო ტკიპებზე (Amblyseius, Phytoseiulus, Typhlodromus, Zetzellia), სასარგებლო მწერებზე (Anthocoris, Chrysopa, Orius, Stethorus), ფუტკრებზე (Apis spp.) და მტაცებელ კრაზანებზე (Encarsia)




