ამონიუმის გვარჯილა NH4NO3 (N-34,4%)
უნივერსალური მაღალკონცენტრირებული აზოტოვანი სასუქი. აზოტის ამონიუმის და ნიტრატული ფორმების თანაბარი შემცველობა უზრუნველყოფს მცენარის ხანგრძლივ კვებას.
უპირატესობები:
- გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად (პირდაპირი შეტანით), ისე სასუქების ნარევის მოსამზადებლად;
- ხასიათდება შესანიშნავი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, რაც აადვილებს მის შენახვასა და ნიადაგში შეტანას;
- სრულად იხსნება წყალში;
- შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ნიადაგზე და ყველა კულტურისთვის;
- ყველაზე ეფექტურია სასოფლო-სამეურნეო კულტურების საგაზაფხულო და საზაფხულო გამოკვებისას.


