კონტროლფიტ Si
გამოიყენება ვეგეტაციის პერიოდში, როგორც ფოთლოვანი (არაფესვური) გამოკვება, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შესხურების გზით. შესხურება ტარდება მცენარის ფოთლოვანი ზედაპირის საკმარისი განვითარების ფაზაში.
- ზრდის მცენარეში კრემნიუმის დონეს, რაც აძლიერებს ღეროსა და ფოთლებს, ამცირებს წყლის აორთქლებას და ეხმარება მას სიცხისა და გვალვის ატანაში.
- უზრუნველყოფს მცენარეთა დამატებით კალიუმით გამოკვებას.
- ამაგრებს მცენარის ღეროსა და ფოთლებს, რაც ხელს უშლის მათ გადატეხვას ან მიწაზე დაწოლას (ქარისა და წვიმის დროს).
- იგი ასქელებს ფოთლის კანს, რითაც ქმნის ცოცხალ ფარს, რომელსაც მავნე მწერები და სოკოვანი დაავადებები ვეღარ აზიანებენ.
- იცავს მცენარეს მოწამვლისგან (ტოქსიკურობისგან), რაც შეიძლება გამოიწვიოს სასუქების გადაჭარბებულმა შეტანამ ან წამლობამ (შხამქიმიკატებმა).



