ჰერბიციდი მერი X-480, წხ
უწყვეტი მოქმედების სისტემური ჰერბიციდი ერთწლიან და მრავალწლიან მარცვლოვან და ორლებნიან სარეველებთან საბრძოლველად ხეხილის ბაღებში, ვენახებში, ციტრუსებში, თხილსა და ზეთისხილში, საგაზაფხულო კულტურების დათესვამდე მინდვრებზე, ანეულებსა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
მოქმედი ნივთიერება – გლიფოსატი იზოპროპილამინის მარილის ფორმით, 480 გ/ლ (მჟავაზე გადაანგარიშებით 360 გ/ლ). პრეპარატი შეიწოვება მცენარის ფოთლებითა და მწვანე ნაწილებით და გადაადგილდება ფესვთა სისტემაში, რის შედეგადაც სარეველები ფესვებიანად ნადგურდება.
მწარმოებელი: „ხარო ლტდ“, ბულგარეთი. სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი საქართველოში: 1436/24.




