სასუქი TECAMIN RAIZ
ტეკამინ რაისი — მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ექსტრაქტზე დამზადებული ზრდის ბიოსტიმულატორი, რომელიც მოქმედებს ფესვთა სისტემაზე, ააქტიურებს მის განვითარებასა და ზრდას.
ძირითადი უპირატესობები:
- ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას
- ხელს უწყობს მცენარეების სწრაფ აღდგენას და გადარჩენას გადანერგვის შემდეგ
- აღადგენს ფესვთა სისტემას სტრესისა და მექანიკური დაზიანების შემდეგ
- უზრუნველყოფს ერთგვაროვან ვეგეტატიურ განვითარებას
- ამარაგებს მცენარეს მიკროელემენტებით
- ამაღლებს მცენარის პროდუქტიულობას, მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხს.
შემადგენლობა:
- თავისუფალი ამინომჟავები L - 4,7%
- ზღვის მცენარეების ექსტრაქტი - 4.0%
- ორგანული ნივთიერებები (სულ) - 22.0%
- აზოტი - 5,5%
- კალიუმი - 1,0%
- რკინა - 0,5%
- მანგანუმი - 0,3%
- თუთია - 0,15%
- სპილენძი - 0,05%
- ბორი - 0,05%
- pH - 4.4%

