სტაფილო NATOFI
ნანტის ტიპის საშუალოსაგვიანო ჯიში. ვეგეტაციის ხანგრძლივობა 115-135 დღე. ძირხვენა 20-22 სმ სიგრძის, ცილინდრული ფორმის, წამახვილებული წვეროთი, რომელიც სიმწიფის პროცესში ბლაგვდება. თესლს თესავენ გაზაფხულზე ტენიან ნიადაგში 1,5-3 სმ სიღრმეზე. არომატისა და ტკბილი გემოს წყალობით შესანიშნავად შეეფერება ახალი სახით მოხმარებას და სხვადასხვა კერძის მომზადებას. ასევე გამოიყენება შესანახად.
- თესვის ნორმა ღია გრუნტისთვის 10 მ-ზე: 4,5-6 გ
- თესვის სიღრმე: 1,5-3 სმ
- მცენარეების რაოდენობა 10 მ-ზე: 500-1700 ც.
- შესანიშნავი გემო და არომატი
- უნივერსალური დანიშნულება
- თესვა: მარტი-მაისი
- მოსავალი: ივლისი-ოქტომბერი

