გაზონის თესლი GREENLINE SPIEL+SPORT
გაზონის ბალახი Greenline „თამაში და სპორტი“ – ქმნის ძალიან მკვრივ კორდს, რომელიც ვარგისია დაბალი თიბვისთვის და უზრუნველყოფს ბურთის შეუფერხებელ სრიალს. აქვს ხშირი, ლამაზი ზურმუხტისფერ-მწვანე ფოთლები. გაზონი გამძლეა გვალვისა და ცივი, უთოვლო ზამთრის პირობებში.
უპირატესობები:
- მდგრადია გათელვისადმი;
- უძლებს დაბალ თიბვას;
- შესანიშნავი აღმონაცენი;
- კლიმატურად ადაპტირებული
გაზონის ბალახნარევის შემადგენლობა თამაშისა და სპორტისთვის:
- 5% მდელოს თივაქასრა MERCURY/BALIN
- 15% ერთწლიანი რაიგრასი MENDOZA
- 60% მრავალწლიანი საძოვრის რაიგრასი TALGO / HENRIETTA
- 20% წითელი წივანა RUFILLA / ROLAND
თესვის ნორმა: 30-35 გ/მ²
თესვის სიღრმე: 5-10 მმ
გაკრეჭის მინიმალური სიმაღლე: 20 მმ
თესვის რეკომენდებული ვადა: ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

