ყვავილოვანი კომბოსტო DI SICILIA VIOLETTO
უჩვეულო იტალიური ჯიში კომპაქტური ღია იისფერი თავებით და შესანიშნავი გემოვნური თვისებებით. სიცილიელი მზარეულების ფავორიტი: კარგია ახალი და დამუშავებული სახით, აქვს დიეტური თვისებები და მაღალ ტემპერატურაზე ფერს მწვანედ იცვლის. ჯიში საშუალოსაგვიანოა – მოსავალს 140-150-ე დღეს იძლევა, თავის საშუალო წონა – დაახლოებით 1 კგ.
მოყვანა:
- ჩითილისთვის თესვა ნიადაგში გადარგვამდე 4-5 კვირით ადრე. ასევე შესაძლებელია ნიადაგში პირდაპირი თესვა, როგორც კი ნიადაგი საკმარისად გათბება
- ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 12-18°C. ჩითილის მაქსიმალური ასაკი – 5 კვირა, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეები განვითარებაში ჩამორჩებიან
- მცენარეების ნიადაგში გადარგვისას მოსავალი აღებისთვის მზად იქნება სექტემბერ-ოქტომბერში
- გვალვიან პერიოდებში კვირაში ერთხელ კარგად მორწყეთ. ნარგავები სარეველებისგან გამარგლეთ. კარგი მორწყვა და ნოყიერი ნიადაგი აუცილებელია მცენარეების წარმატებული ზრდისთვის

