საზამთრო CRIMSON SWEET F1
- ადრეული ჯიში. თესვიდან სიმწიფემდე დაახლოებით 85 დღე
- ნაყოფი მრგვალი ფორმის, ქერქი საშუალოდ მწვანე პატარა მწვანე ზოლებით, თხელი, მკვრივი
- რბილობი მუქი წითელი, მკვრივი, ტკბილი და არომატული. ნაყოფის მასა 9-13 კგ
- ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ტრანსპორტაბელურობით, ფუზარიოზისა და ანთრაქნოზისადმი მდგრადობით
- საზამთრო ძალიან მომთხოვნია განათებისა და სითბოს მიმართ, სიცხეგამძლე, გვალვაგამძლეა
- ნიადაგის ნაყოფიერებისადმი ნაკლებად მომთხოვნია
- კარგად იზრდება მსუბუქ ქვიშნარ და ქვიშიან ნიადაგებზე. მჟავე ნიადაგებს ვერ იტანს
- კარგად რეაგირებს მინერალურ (განსაკუთრებით ფოსფორიან) და ორგანულ (გადამწვარი ნაკელი და ჰუმუსი) სასუქებზე
- დარგვის სიხშირე 3 მცენარე/მ²
- 1,0 გ = 10-20 თესლი.

