ფუნგიციდი რევუს ტოპი, კს
სისტემურ-ტრანსლამინარული ფუნგიციდი კარტოფილისა და პამიდვრის ფიტოფტოროზისა და ალტერნარიოზისგან დასაცავად
მარტოც მეომარია მინდორში!
- ფიტოფტოროზის, პერონოსპოროზის და ალტერნარიოზის საიმედო კონტროლი
- თავიანთ კლასებში ორი ყველაზე ეფექტური მოქმედი ნივთიერების კომბინაცია
მანდიპროპამიდი- ტრანსლამინარული აქტივობის წყალობით აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი ფიტოფტოროზის წინააღმდეგ
- მაგრდება ფოთლის ცვილოვან ფენაში და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ფიტოფტოროზით დაავადებისგან
დიფენოკონაზოლი
- სისტემურობის წყალობით სწრაფად ვრცელდება მთელ მცენარეში და ანადგურებს ალტერნარიოზის გამომწვევს
- ჩამორეცხვისადმი მაღალი მდგრადობა (შესხურებიდან 1 საათის შემდეგ)
- იცავს მოსავალს დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებშიც კი
რევუს® ტოპი, კს-ს აქვს პროფილაქტიკური მოქმედება, ამიტომ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დაინფიცირებამდე, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

