თხევადი ბიოსასუქი - კუპრაქტივი
სპილენძის ხსნარი ლიგნოსულფონატების კომპლექსში
Cupractive არის კომპლექსური თხევადი სასუქი სპილენძის დეფიციტის კორექციისთვის (აღმოსაფხვრელად). იგი შეიცავს სპილენძს ადვილად ათვისებადი ფორმით, რაც აუცილებელია მცენარის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და სტრესებისადმი მედეგობისთვის.
თავისი განსაკუთრებული ფორმულის წყალობით, Cupractive უზრუნველყოფს მცენარის უჯრედებში მისაწვდომი სპილენძის თანაბარ შეღწევას და თავიდან აცილებს მის ფიქსაციას (ბლოკირებას) ნიადაგში.
სპილენძის ფუნქცია მცენარეებში:
- სპილენძი აუცილებელია მცენარისთვის, რათა მან სწორად გარდაქმნას მზის შუქი ენერგიად და საკვებ ნივთიერებებად. სტრუქტურის დარღვევა: სპილენძის ნაკლებობისას ზიანდება უჯრედის შიდა ნაწილები (ქლოროპლასტები), სადაც ფოტოსინთეზის პროცესი მიმდინარეობს.ენერგიის დაკარგვა: მცირდება მნიშვნელოვანი ნივთიერებების (პლასტოციანინები და ფერმენტი ლაკაზა) რაოდენობა, რის გამოც მცენარე სუსტდება, ყვითლდება და წყვეტს ჯანსაღ ზრდას.
- როდესაც მცენარე სუნთქავს, მის ორგანიზმში გამოიყოფა მავნე ნივთიერებები – თავისუფალი რადიკალები, რომლებიც წამლავენ და შლიან უჯრედებს. სპილენძი ამ დროს მუშაობს როგორც უძლიერესი ანტიოქსიდანტი და გამწმენდი (დეტოქსიკატორი). იგი მომენტალურად ანეიტრალებს ამ შხამებს, იცავს მცენარეს შინაგანი დაზიანებებისგან და ეხმარება მას გადაიტანოს სიცხის, გვალვის ან დაავადებებისგან გამოწვეული ძლიერი სტრესი
- სპილენძი მუშაობს როგორც ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და დამცავი ფარი. როდესაც მას მცენარეს შეასხურებთ, იგი ფოთლებისა და ღეროს ზედაპირზევე აჩერებს, წვავს და არ უშვებს შიგნით სხვადასხვა საშიშ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებს.
- ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) გაუმჯობესებით, სპილენძი ხელს უწყობს მცენარის უფრო სწრაფ აღდგენას დაზიანებებისა და სტრესების შემდეგ..
შემადგენლობა:
- ორგანული ნივთიერებები – 21,60 %
- ორგანული ნახშირბადი – 12,09 %
- სპილენძი (Cu) ლიგნოსულფონატების კომპლექსში – 5,50 %
- pH – 3,1


