თხევადი სასუქი ფესვთა სისტემის განვითარებისთვის Rootbest
RootBest — კომპანია Biorizon Biotech-ის პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს ფესვთა სისტემის უწყვეტ ზრდასა და განვითარებას, რითაც აუმჯობესებს მცენარის მიერ მინერალური კვების ელემენტების ათვისებისა და გადაადგილების პროცესს. დამზადებულია Biorizon Tech ტექნოლოგიით და წარმოადგენს მცენარისთვის აზოტის, კალციუმისა და მაგნიუმის წყაროს.
Rootbest-ის გამოყენების უპირატესობები:
- უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის მუდმივ ზრდასა და განახლებას.
- ააქტიურებს ბუნებრივი ზრდის ჰორმონების (აუქსინები, ციტოკინინები, გიბერელინები) სინთეზს.
- ინარჩუნებს მცენარის ჰორმონალურ ბალანსს.
- აკონტროლებს აპიკალურ დომინირებას.
- აძლიერებს უჯრედებში ამინომჟავებისა და ცილების სინთეზს.
- ამცირებს ნიადაგის დამლაშების უარყოფით ზემოქმედებას.
- ზრდის საკვები ნივთიერებების ათვისების ეფექტიანობას.
- ზრდის კულტურების საერთო მოსავლიანობას.
შემადგენლობა:
- საერთო აზოტი (N) – 9,00%
მათ შორის ამიდური აზოტი (N) – 9,00% - წყალში ხსნადი კალციუმი (Ca) – 9,60%
- წყალში ხსნადი მაგნიუმი (Mg) – 2,50%
- წყალში ხსნადი ბორი (B) – 0,07%


