კიტრი BODINA F1
- ადრეული, მაღალმოსავლიანი, პართენოკარპული (თვითდამტვერავი) კორნიშონის ტიპის ჰიბრიდი
- სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 38-40 დღე
- ჰიბრიდი მიდრეკილია ნაყოფის თაიგულისებრი გამონასკვისკენ
- ნაყოფი სწორი, სიგრძით 8-10 სმ, საშუალოდ ბურცობიანი
- კიტრი ძალიან გემრიელი და ხრაშუნაა
- შესაფერისია ახალი სახით რეალიზაციის, გადამუშავებისა და დაკონსერვებისთვის
ჯიში რეკომენდებულია ღია გრუნტში, კვალსათბურებსა და აპკის თავშესაფრის ქვეშ მოსაყვანად. კიტრი შეიძლება მოიყვანოთ ჩითილით ან ღია გრუნტში თესლის დათესვით. ჩითილისთვის თესლი დათესეთ აპრილში, ცალკეულ ჭიქებში 1,5-2,0 სმ სიღრმეზე, 25°C ტემპერატურაზე. აღმონაცენის გამოჩენისას ტემპერატურა 15°C-მდე შეამცირეთ. როცა განმეორებითი წაყინვების საფრთხე გაივლის, ჩითილი ნიადაგში გადარგეთ. კიტრის თესლის ღია გრუნტში დათესვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგი 14-15°C-მდე გათბება. თესვა: მაისის მეორე ნახევარი – ივნისის დასაწყისი. თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ. დარგვის სქემა: 70-90x30 სმ. შესაფერისია მშრალ და ცხელ პირობებში მოსაყვანად. მცენარეების მოვლა მოიცავს მარგვლას, გაფხვიერებასა და გამოკვებას. ჰიბრიდს აქვს მაღალი ტოლერანტობა სტრესული პირობებისა და დაავადებათა კომპლექსის მიმართ.
თესლი მწარმოებლის მიერ უკვე სრულად მომზადებულია დასათესად და დამატებით დამუშავებას არ საჭიროებს: დალბობას, გაღივებას და ა.შ.

