პამიდორი BALCONI YELLOW F1
ადრეული, მაღალმოზარდი, აივანზე მოსაყვანი ჯიში. ნაყოფი მრგვალი, პატარა, ძალიან გემრიელი, წონა 15-20 გრამი.
მოჰყავთ აივნებზე, ზამთრის ბაღებსა და სათბურებში. ამ ჯიშის პამიდვრის მოყვანა ადვილია – ბუჩქის შეკვრა საჭირო არ არის, შეიძლება არც გასხლათ. პატარა პამიდორი შესაფერისია სალათებისთვის და შეუცვლელია კერძების გასაფორმებლად. თესლი ითესება მარტში. თესლი რომ უფრო სწრაფად და თანაბრად აღმოცენდეს, ნათესს აფარებენ მინას ან აპკს. სუბსტრატის ტემპერატურა, რომელშიც თესლი ითესება, არ უნდა იყოს +21-26 °C-ზე დაბალი, ოთახის ტემპერატურა – არანაკლებ +23 °C.
პამიდორი ნიადაგისადმი მომთხოვნი არ არის, მაგრამ უკეთ იზრდება თიხნარ ნიადაგებზე.

