პამიდორი PANEKRA F1
- მდგრადია დახეთქვისადმი ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებისას
- ნაყოფი ბრტყელი და ოდნავ დაღარული, ძალიან მსხვილი, ხორციანი
ჰიბრიდი სათბურის კონსტრუქციის მიხედვით 8-დან 15-მდე მტევანს ივითარებს. სტაბილურად იკეთებს მტევანში 4-6 ნაყოფს და ამასთან ინარჩუნებს სტანდარტულ წონას.
სიმსხოს მიუხედავად, ნაყოფი მდგრადია დახეთქვისადმი ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მსხვილნაყოფიანი პამიდვრის მეორე ბრუნვაში მოყვანისას.
Panekra F1 სტაბილურია ნაყოფის შევსებისას, რაც საშუალებას იძლევა მთელი მოყვანის პერიოდში მიიღოთ 95% სტანდარტული პროდუქცია, და რაც მთავარია – მაღალი საერთო მოსავალი ვეგეტაციის ბოლოს.
ჰიბრიდი მეორე ბრუნვის ცხელ პერიოდში ნაყოფის გამონასკვის მაღალ ხარისხს ავლენს, ხოლო ძლიერი მცენარეები მთელი მოყვანის პერიოდში შესანიშნავად ინარჩუნებენ ბალანსს.
PANEKRA F1-ს აქვს ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა, რაც ჰიბრიდის ღარიბ ნიადაგებსა და მონოკულტურაში მოყვანის საშუალებას იძლევა.
PANEKRA F1 იმსახურებს იმ მწარმოებლების ყურადღებას, რომლებსაც ნამდვილად დიდი პამიდვრის მოყვანა სურთ.

