იონჯის თესლი GEA
იონჯა GEA – ინოვაციური პროდუქტია, რომლის თესლიც მიკრობიოლოგიურად დამუშავებულია რიზობაქტერიებით; ძალიან ყინვაგამძლე, გვალვაგამძლე და მოსავლიანი ჯიში. თიბვის შემდეგ ძალიან სწრაფად იზრდება.
ითესება მდელოებზე ან მინდვრებზე.
ამ კულტურას აქვს მრავალყვავილიანი მტევნები ლურჯ-იისფერი ყვავილებით, ყვავილები თაფლოვანია. ღეროები სწორი, 1,2 მეტრამდე სიგრძის, ფესვი ნიადაგში 2 მეტრამდე სიღრმეზე ჩადის.
იონჯა Gea ზამთრისთვის დამზადებულ საკვებში, ასევე ზაფხულის რაციონებში მცენარეული ცილის ძირითადი წყაროა. მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების პროტეინი მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. გარდა ამისა, ეს კულტურა ფართობის ერთეულზე ყველაზე მეტ პროტეინს იძლევა.
თესვის ნორმა: 25-40 კგ 1 ჰა-ზე

