კალიუმის სულფატი K2SO4 (52K2O+18S)
წყალში ხსნადი სასუქი კალიუმის სულფატი გამოიყენება როგორც ძირითადი, ისე თესვის წინა განოყიერებისა და გამოკვებისათვის. იგი განკუთვნილია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურისთვის, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში, ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე. პროდუქტი ასევე იდეალურია წყალში ხსნადი NPK და თხევადი კომპლექსური სასუქების მოსამზადებლად
კალიუმის სულფატი — მაღალეფექტური, წყალში ხსნადი სასუქი ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილებისთვის. შეიცავს კალიუმსა და 18% გოგირდს.
პროდუქტი რეკომენდებულია ჯვაროსანი კულტურებისათვის (ფოთლოვანი და ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი, წიწმატი, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, თალგამურა), ბოსტნეულისა (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი და სხვა) და გოგირდისმოყვარული მცენარეებისათვის, როგორებიცაა: ზეთისოვანი რაფსი, მზესუმზირა, ხახვი, ნიორი და სხვა. სასუქი მაღალეფექტურია ქლორის მიმართ მგრძნობიარე კულტურებისათვის: კარტოფილი, თამბაქო, სელი, ვენახი, ციტრუსები, ასევე სიმინდი განვითარების ადრეულ ეტაპზე.
უპირატესობები:
- არ შეიცავს ქლორს, არის ოპტიმალური დანამატი ქლორის მიმართ მგრძნობიარე კულტურებისთვის
- ხასიათდება დაბალი მარილიანობის ინდექსით და თავსებადია ნებისმიერი ტიპის ნიადაგთან.
- არ შეიცავს აზოტს, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მცენარის განვითარების ფინალურ ეტაპებზე.
- აუმჯობესებს ხილისა და ბოსტნეულის ხარისხსა და გემოს
- აუმჯობესებს ხილისა და ბოსტნეულის სასაქონლო იერსახეს, ფერს, სიმკვრივესა და გადამუშავებისათვის ვარგისიანობას; ზრდის მოსავლის შენახვისუნარიანობას.
- ზრდის მცენარის წინააღმდეგობას აბიოტიკური სტრესის (გვალვა, ყინვა), მწერების და დაავადებების მიმართ
ხარისხობრივი მახასიათებლები:
- კალიუმის მასური წილი K2O-ში – 52±1%
- წყლის მასური წილი - არაუმეტეს 0,3%
- წყალში უხსნადი ნარჩენების მასური ფრაქცია - არაუმეტეს 0,1%
- ქლორიდების მასური ფრაქცია (Cl) - არაუმეტეს 0,1%
- მკვრივობა - არანაკლებ 100%



